სერვისები

სერვისის შესახებ

დღეს, როგორც ადრე, Beretta ამაყოფს თავისი მომსახურების ხარისხით. ჩვენი უწყვეტი სწრაფვა ინოვაციების დანერგვისა და ტექნოლოგიური დონის ამაღლებისკენ განაპირობებს  BERETTA-ს  პროდუქციის მაღალ დონეს და როდესაც  თქვენ აკეთებთ არჩევანს ჩვენს პროდუქციაზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ საიმედო ხელში.

მომსახურება გაყიდვის შემდეგ

Beretta  დიდ ყურადღებას  აქცევს მომსახურების სერვისს. ამ მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში  შექმნილია მომსახურების ცენტრები , რათა უზრუნველვყოთ ადგილობრივი კვალიფიციური მომსახურება.სადაც კი არ უნდა შეიძინოთ BERETTA-ს პროდუქტი, თქვენ ნახავთ ადგილობრივი მომსახურების გუნდს, რომელიც შეძლებს გაგიწიოთ ტექნიკური დახმარება, თუკი  იქნება ამის საჭიროება.

ორიგინალური სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები

თქვენი სრული სიმშვიდისთვის, Beretta-ს ორიგინალური სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები ხელმისაწვდომია ნებისმიერ ჩვენ პარტნიორებთან და შვილობილ კომპანიებთან მთელ მსოფლიოში.

წინასწარი გაყიდვების მომსახურება

Beretta-ს წინასწარი მომსახურების გუნდი მთელი მსოლფიოს მაშტაბით ატარებს კონსულტაციებს კონსოლიდირებული ნოუ-ჰაუს მეშვეობით, Beretta-ს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, რათა ადგილობრივმა ფილიალებმა და დილერებმა შემდგომში შეძლონ კვალიფიკაციური რჩევის მიცემა  ინჟინერებისთვის, არქიტექტორებისათვის და დეველოპერებისათვის და დაეხმარონ მათ საუკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში .

ტექნიკური მომზადება

Beretta ამაყოფს თავისი კურსების ხარისხით, რაც არის ნამდვილი ღირებულება. ყველა Beretta-ს პარტნიორი და შვილობილი კომპანია მთელ მსოფლიოში ორგანიზებას უწევს ადგილობრივ ტექნიკურ სასწავლო კურსებს, რომელებიც ორიენტირებულია ინსტალატორებისა და ინჟინერების მოთხოვნებზე, იმისთვის რომ უკეთ გაეცნონ BERETTA-ს პროდუქციას და უზრუნველყონ სწრაფი და მარტივ მონტაჟი ან რემონტი. ჩვენი ტექნიკური მომზადება შექმნილია ისე, რომ მოგაწოდოთ ძირითადი ინფორმაცია: ტექნიკის დიაპაზონზე, მონტაჟზე, ექსპლუატაციაზე, გაყვანილობაზე, დიაგნოსტიკაზე  და ა.შ.